მთავარი » 2012 » აპრილი » 9 » ის რაც ყველა მამაკაცმა უნდა იცოდეს.
3:24 PM
ის რაც ყველა მამაკაცმა უნდა იცოდეს.
1. შეხვედრისა და დაშორების, გრძნობებისა და ემოციების უმთავრეს მომენტში, კეთილი განწყობისა და მეგობრული გრძნობის ნიშნად, ადამიანები ერთმანეთს ეხვევიან, კოცნიან, ხელს ართმევენ.
        ფსიქოლოგთა დასკნით ნაზი, ალერსიანი შეხება ჩვენს ორგანიზმზე ძალიან დადებითად მოქმედებს და სხვადასხვა სასიცოცხლოდ აუცილებელი პროცესების ასამუშავებელ მექანიზმად ითვლება. ხანგრძლივმა გამოკვლევებმა გვიჩვენა, რომ მოფერება ხსნის სტრესს, დაძაბულობას, ზოგჯერ ტკივილის შეგრძნებას, შიშისა და წუხილის შეგრძნებას მნიშვლელოვნად ამცირებს. თავზე ხელის გადასმა, კოცნა ჰარმონიულ ბალანსს ხელს უწყობს, იმუნურ სისტემას ამაგრებს და ამგვარად დაავადების წინააღმდეგ გვაიარაღებს. ალერსიანი შეხება ჩვენს სხეულს თითქოს ჯადოსნურ საფარველში ახვევს. მოფერებისგან სიამოვნებას ცხოველებიც გრძნობენ.
       ფსიქოლოგთა დასკვნით ნებისმიერ მოზრდილ ადამიანს კარგი განწყობისათვის დღეში აუცილებლად, სულ მცირე რვაჯერ მოხვევა-მოფერება ესაჭიროება.

2. ჩვეულებრივი საპარსით წვერის ხშირი პარსვა სახის კანს აბერებს. ამიტომ აუცილებელია ზოგჯერ მაინც გაიპარსოთ ელექტროსაპარსით. იგი პარსვასთან ერთად მასაჟსაც უკეთებს სახის კანს, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას კანის ზედაპირულ ქსოვილში.

3. დიდხანს ჯდომის დროს მეტისმეტად იჭიმება შორისის კუნთები და აწვება მცირე მენჯის ორგანოებს, რაც ხშირად იწვევს პროსტატიტს. ამასთან სწორი ნაწლავის და უკანა ტანის სფინქტერი დეფორმირდება, დროთა განმავლობაში კარგავს თავის ერთ–ერთ ფუნქციას – შეაკავოს მავნე აირები, რამაც შეიძლება უხერხულ მდგომარეობაში ჩაგაგდოთ.

4. სტვენა სასარგებლოა. დეპრესიისაგან თავის დასაღწევად სრულიად საკმარისია 15–20 წუთის განმავლობაში დაუსტვინოთ საყვარელი მელოდია. თუ გარშემომყოფთ აღიზიანებთ სტვენა, მაშინ განმარტოვდით.

5. სტრესს შეუძლია შეცვალოს სისხლის ანალიზის მაჩვენებლები. ამიტომ თუკი მძიმე და ნერვიული დღე გქონდათ და მეორე დღეს სისხლის ანალიზი უნდა გაიკეთოთ, გააფრთხილეთ ექიმი, რომ წინადღეს ინერვიულეთ.

6. სპორტდარბაზში დიდი ფიზიკური დატვირთავა ხშირად ხდება საწოლში ,,წარუმატებლობის" მიზეზი, რასაც იწვევს არა ფიზიკური დაღლილობა, არამედ მთავარი მამაკაცური ჰორმონი – ტესტოსტერონი, რომელიც ვარჯიშის დროს იხარჯება.
 
ნანახია: 1223 | დაამატა: Ucha | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: