მთავარი » 2012 » მაისი » 18 » გულახდილობა_აი რა არის ყველაზე ძნელი... (ავტორი დეა გოშხეთელიანი)
6:05 PM
გულახდილობა_აი რა არის ყველაზე ძნელი... (ავტორი დეა გოშხეთელიანი)

               გულახდილობა - აი რა არის ყველაზე ძნელი...

         როცა ნაზ თვალებს უადგილო ცრემლიც კი ფარავს,

         როცა სიცოცხლეს ემუქრება ბოროტი... ბნელი,

         და არ შექმნილი დანაშაული გედება ბრალად.


         ძნელია იყო პიროვნება - ნაღდი და მთქმელი,

         ძნელია, რომ სულ იღიმოდე და გძულდეს მალვა...

         თუკი შეამჩნევთ რომ თვალები გამიხდა სველი,

         ნუ მკითხავთ რა მჭირს, ნუ იკითხავთ როგორ ვარ... სად ვარ.


         სიმართლე გითხრათ თქვენ სამყაროს არა აქვს ფერი,

         არ აქვს ნოტები, რომ შემეძლოს მე მათი დაკვრა...

         ყველა თავისთვის არსებობს და გაიყო გზები,

         არავის ჯერა - ზოგჯერ სიზმარიც რომ ხდება ცხადად..


         წამები უკან არ ბრუნდება..ძალით თუ ნებით,

         ვერც შევძლებთ უკვე გავლილი დროის ხელახლა გავლას..

         ცხოვრება ჩვენგან სითბოს, სიყვარულს, გაგებას ელის,

         ჩვენ კი დროს მუდამ სიყალბეში და თამაშში ვხარჯავთ.


         იცით რა არის თანაგრძნობის უშრეტი ცრემლი?!

         ნუთუ არ გიცდიათ სამყაროში სიკეთის ნახვა?!

         რატომ არ გჯერათ რომ არსებობს კეთილი ბედი,

         წმინდა გრძნობები რომ არ კვდებიან, ცოცხლობენ მარად.


         არავინ ვიცით რა იქნება, რა წამი გველის,

         ნუ შეეცებით ამ წამების ბოლომდე დათვლას,

         ვერავინ ახსნის რა არის დრო და რა არის ბედი,

         და თუ სიკეთე  სულ იმარჯვებს, ავი რად გაჩნდა?!


         ეს ცხოვრება ხომ სავსეა ტკივილით, სავსეა ცრემლით,

         ტყუილიც ზოგჯერ გვეჩვენება უბრალოდ მართლად

         გულახდილობა ერთმანეთში ძნელია, ძნელი...

         მათთვის ვინც ფიქრობს, რომ ოცნებები არ ხდება ცხადად...

 

ნანახია: 1274 | დაამატა: Ucha | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: