გიყვარდეთ ისეთი, როგორიც ვარ!!!.. (ავტორი დეა გოშხეთელიანი) - 18 მაისში 2012 - გარდაქმნა
მთავარი » 2012 » მაისი » 18 » გიყვარდეთ ისეთი, როგორიც ვარ!!!.. (ავტორი დეა გოშხეთელიანი)
6:23 PM
გიყვარდეთ ისეთი, როგორიც ვარ!!!.. (ავტორი დეა გოშხეთელიანი)

მზე და მთვარე ... დღე და ღამე

ვერ მელევა, მთხოვს რომ დავრჩე...

შეიცვალა გრძნობის არე...

მაგრამ მე ვერ შევიცვალე.

 

რაც იყო საჭირო, ის უკვე ითქვა...

ზედმეტი სიტყვები მე აღარ მინდა...

დროც საკმარისი უკვე გავიდა_

მან დამანახა ყველა სხვა მხრიდან.

 

წამიყვანა გარიჟრაჟმა უკვე სხვაგან...

დაემგვანა რეალობა უცნობ ზღაპარს..

და ყველაზე წარმოდგენა გაქრა... სადღაც...

მაგრამ სული... გული ისევ ისე დამრჩა.

  

დავბრუნდები სიახლეში - დავაბრუნებ ძველს...

არ დავუცდი, არ შევხედავ, არ მოვუსმენ ფერს!!

თქვენ კი გიკვირთ რომ ეს გული მაინც ისე ძგერს,

ეს ხომ მე ვარ... და ვიქნები - მუდამ ძველი "მე"

  

მაკრიტიკეთ სიტყვებით და თქვით ის, რაც თქვენ გინდათ..

არ მოვსუმენ... არ შევიმჩნევ, გავიღიმებ თბილად..

უკვე შიშიც დავძლიე და მიხარია წვიმა..

ეს ცხოვრება მხოლოდ ასე - ჩემებურად მიყვარს.

                          

თქვენთვის გაუგებრად ვამბობ სტრიქონებს...

თქვენ ვერ გაიგეთ... ვერც მე მიპოვეთ...

და თქვენს გარშემო სამყაროს იგონებთ_

სამყაროს, რომელშიც ერთმანეთს იმონებთ...

 

მხოლოდ მე ვიცი ვინ ვარ და რა... და ვერ გაიგებს ყველა,

აქ მინდა ყოფნა... ვუმზერდე ცას... მოვიდე წვიმის წვეთად...

მინდა სათქმელი ეხლავე ვთქვა... აღარ ვიცადო მეტად_

გიყვარდეთ ისეთი, როგორიც ვარ, მე არ ვაპირებ შეცვლას!!!

ნანახია: 484 | დაამატა: Ucha | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 1
1  
yochag dzalian nichieri bdzandebi es leqsi aracveulebriviaa

სახელი *:
Email *:
კოდი *: