მთავარი » 2012 » აპრილი » 15 » გენიოსების ცხოვრების ფაქტები.
2:30 PM
გენიოსების ცხოვრების ფაქტები.
       ნაპოლეონსა და კარლოს მეთორმეტეს(შვედეთის დიდი მეფე) ძალიან უყვარდათ ჭადრაკის თამაში.  მიუხედავათ მათი გენიულური ნიჭისა დიდ ისინი წარმატებებს ვერ აღწევდნენ, რადგან არასოდეს აკეთებდნენ როქს – მეფისთვის დამალვა მიუღებელიაო. 

  ერთხელ, ისააკ ნიუტონმა სადილზე მეგობარი დაპატიჟა, მაგრამ გადაავიწყდა. მეორე დღეს სტუმარი დათქმულ დროს მოვიდა მეცნიერთან, რომელიც ღრმად ჩაფიქრებული იდგა ფანჯარასთან და თავისთვის ხმამაღლა მსჯელობდა რაღაცაზე. მაგიდა ერთ პერსონაზე იყო გაშლილი. სტუმარმა მიიჩნია, რომ ეს ყველაფერი მისთვის იყო მომზადებული, აღარ შეაწუხა მეცნიერი, მაგიდას ჩუმად მიუჯდა, ისადილა, მსახურებს დაემშვიდობა და წავიდა. ცოტა ხანში ნიუტონი გაკვირვებული დასცქეროდა მაგიდას, მხრებს იჩეჩდა და იმეორებდა : " უცნაურია, საკუთარი თვალით, რომ არ ვხედავდე ცარიელ თეფშებს, ვიფიქრებდი რომ ჯერ არ მისადილია."
              ერთხელ ნიუტონს ჰკითხეს – ამდენი აღმოჩენა როგორ გააკეთეო? – გამუდმებით მათზე ფიქრობდი, მეტი არაფერიო.
              ნიუტონს გამუდმებით ირჩევდნენ ინგლისის პარლამენტში, სადაც გენიოსი მუდამ თავის ფიქრებში გართული ჩუმად იჯდა და ხმას არასოდეს იღებდა, რადგან პოლიტ–ეკონომიკური დებატები მისთვის სრულიად უინტერესო იყო. ერთხელ ისააკი ფეხზე წამოდგა სიტყვის სათქმელად, რის დანახვაზე 650–ივე დეპუტატი გაირინდა და სმენად იქცა. "დახურეთ ფანჯარა, ორპირი ქარიაო" თქვა გენიოსმა. ეს მისი ერთადერთი სიტყვა იყო მრავალწლიანი დეპუტატობის მანძილზე.

        რუზველტი ჩერჩილს ნაკლებ ყურადღებას აქცევდა და სტალინის გულის მოგებას ცდილობდა. ჩერჩილის სიტყვით მისგან მარჯვნივ დიდი ამერიკული ბიზონი იჯდა, მარცხნივ კი უზარმაზარი რუსული დათვი, ხოლო შუაში პატარა ინგლისელი ვირუკელა, რომელმაც ერთადერთმა იცოდა სახლისაკენ მიმავალი გზა.

      როდესაც მსოფლიოში პირველი ფინანსური პირამიდის ავტორს კარლო პონძის აშშ–ს სასამართლომ მრავალწლიანი პატიმრობა მიუსაჯა, უკანასკნელმა სასამართლოს დარბაზშივე საკუთარ ცოლს მისწერა: " ძვირფასო აი ასე ქრება ამქვეყნიური დიდება". წამოშობით იტალიელი ემიგრანტი უდიდესი აფერისტი და მძარცველი იყო.

    "ერთხელ გენიალური ფრანგი განმანათლებლები" ჟან ჟაკ რუსო და დენი დიდრო ტბის ნაპირზე სეირნობდნენ. რუსო ერთ ადგილზე გაჩერდა : "აი, ამ ადგილზე 20–ჯერ მაინც დავაპირე წყალში გადავარდნა და ამ უბადრუკი ცხოვრებისგან განშორება". – მერედა რამ შეგაჩერათ?" – ჰკითხა გაოგნებულმა დიდრომ. – "წყალს ყოველთვის ხელით ვსინჯავდი და საშინლად ცივი მეჩვენებოდა"  უპასუხა რუსომ.

             პლინიუს უფროსი ისე გაიტაცა ვეზუვის ამოფრქვეული ლავის კვლევამ, რომ ბოლოს შიგ შთაინთქა.

         ერთხელ ცნობილ მათემატიკოს ვაცლავ სერპინსკის, რომელიც ოჯახთან ერთად სხვა სახლში გადადიოდა, ცოლმა სთხოვა ყურადღება მიექცია ბარგისთვის, რომელიც 10 ყუთად იყო შეკრული, თვითონ კი სატვირთო მანქანის მოსაყვანად წავიდა. სერპინსკიმ ცოლის მოსვლამდე რამდენჯერმე გადათვალა ყუთები და აღმოაჩინა, რომ სულ 9 იყო და დაბრუნებულ ცოლს შესჩივლა. ცოლმა გადათვალა და ისევ 10 ყუთი აღმოჩნდა. პრობლემა იმაში მდგომარეობდა, რომ გენიოსი მათემატიკოსი ყუთების თვლას ნულიდან იწყებდა.
        
         ალექსანდრე მაკედონელი საკუთარ მეომრებს ასე არჩევდა: მეომარი შეჰყავდათ ლომის გალიაში; თუ გაწითლდებოდა აიყვანდა, თუ გაფითრდებოდა იწუნებდა. (გაწითლების დროს სისხლი და მასთან ერთად ჟანგბადი ტვინს დიდი რაოდენობით მიეწოდება და ტვინიც სწრაფად აზროვნებს; გაფითრების დროს კი პირიქითაა)

         ერთხელ წვეულებაზე აინშტაინს ულამაზესი, მაგრამ გაუნათლებელი ქალბატონი ჩააცივდა შემირთე ცოლად და შესანიშნავი შვილები გვეყოლება, რადგან შენი ნიჭი ექნებათ და და ჩემი სილამაზეო. აინშტაინმა მიუგო, პირიქით რომ მოხდესო.
      სხვათაშორის აინშტაინი წინდებსა და ჰალსტუხს არასოდეს ატარებდა, რადგან მათ ზედმეტ აქსესუარებად თვლიდა. სამაგიეროდ 7 ერთი და იგივე ფირმისა და ფერის პერანგი ჰქონდა, დილით მათ შერჩევაზე ფიქრით დრო რომ არ დაეკარგა.

             პრუსიის(გერმნიის) მეფე ფრიდრიხ დიდი თავისი სასახლისათვის ფერწერული ტილოების შესაძენად ჰოლანდიაში წავიდა. იმის შიშით, რომ მისი მდგომარეობის გამო ძვირს დაუფასებდნენ, მოხეტიალე მუსიკოსად გადაიცვა და ფლეიტაზე დაკვრით "ირჩენდა თავს". იგი მრავალმხრივ ნიჭით იყო დაჯილდოვებული.
ნანახია: 2045 | დაამატა: Ucha | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: