ეროვნული ხელისუფლების კრახის ნამდვილი მიზეზები. - 12 აპრილში 2012 - გარდაქმნა
მთავარი » 2012 » აპრილი » 12 » ეროვნული ხელისუფლების კრახის ნამდვილი მიზეზები.
9:20 PM
ეროვნული ხელისუფლების კრახის ნამდვილი მიზეზები.
    ასე იწყებოდა საქართველოს დაქცევა. 1991-1992 წლების პუტჩისტების სია. სამართალი უნდა აღსრულდეს

          1990 წლის 28 ოქტომბერს გამართულ  უზენაესი საბჭოს(პარლამენტი) არჩევნებში (ეს პირველი მრავალპარტიული და დემოკრატიული არჩევნები იყო საბჭოთა საქართველოში) მოულოდნელად აბსოლიტური გამარჯვება მოიპოვა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა კოალიციამ "მრგვალი მაგიდა თავისუფალი საქართველომ" ეროვნული მოძრაობის ლიდერის ზვიად გამსახურდიას მეთაურობით. კომუნისტური პარტია ოპოზიციაში აღმოჩნდა. 
   1991 წლის 31 მარტს უზენაესი საბჭოს მიერ გამართულ სახალხო რეფერენდუმზე საქართველოს მოსახლეობის 99 %–მა ხმა საქართველოს დამოუკიდებლობას მისცა. 9 აპრილს უზენაესი საბჭოს მეთაურმა ზვიად გამსახურდიამ საქართველოს რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღგენა გამოაცხადა. 14 აპრილს უზენაესმა საბჭომ იგი პრეზიდენტად აირჩია. 26 მაისს საყოველთაო საპრეზიდენტო არჩევნებზე გამსახურდიამ ამომრჩეველთა 86,5 % ხმა მიიღო. 
      აღნიშნული პროცესების შედეგად ჩამოყალიბდა ეროვნული ხელისუფლება, რომელმაც გეზი აიღო ეროვნული და სრულიად დამოუკიდებელი სახელმწიფოს მშენებლობაზე. საგარეო პოლიტიკის მთავარ პრიორიტეტად გამოცხადდა საერთო "კავკასიური ოჯახის" მშენებლობა საქართველოს მეთაურობით(1992 წ. თებერვალში გროზნოში გამსახურდიამ და მისმა მეგობარმა - ჩეჩნეთის პრეზიდენტმა დუდაევმა გამოაქვეყნეს პროექტი "კავკასიის მოკავშირე სამხედრო ძალების შექმნის შესახებ", რომელიც აერთიანებდა ამიერკავკასიისა და ჩრდილო კავკასიის ქვეყნებს რუსეთისგან დამოუკიდებელ სახელმწიფოთა ლიგაში). აღნიშნული გეგმებით გამსახურდიამ ჯერ რუსეთის მთავრობას ხელი მოაწერინა საქართველოდან რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანაზე(ეს პროცესი 1995 წლამდე უნდა დასრულებულიყო); შემდეგ კი აღიარა ახლად შექმნილი იჩქერიის (ჩეჩნეთის) რესპულიკის დამოუკიდებლობა(1993 წ. 13 მარტს).
          საშინაო პოლიტიკაში ეროვნულმა ხელისუფლებამ პრიორიტეტად ტრადიციული დემოკრატიული ღირებულებები – თავისუფლება და თანასწორობა გამოაცხადა. შედეგად ათწლეულების მანძილზე გაბატონებულ პოლიტ–კულტურულ–სამეცნიერო ელიტას ბოძებული პრივილეგიების (ვილები, პრემიები, თანამდებობები, მანქანები) დათმობა მოუწია. ამავე დროს აკრძალული იქნა 70 წლის მანძილზე მართველი კომუნისტური პარტია. 
             აღნიშნული პოლიტიკის გამო გამსახურდიას ხელისუფლების წინააღმდეგ გაერთიანდა აშშ(1. იგი ბოლომდე ეწინააღმდეგებოდა სსრკ–ს დაშლას და მისგან მხოლოდ ბალტიისპირა ქვეყნების გამოყოფას ცნობდა. აშშ–ს იდეით სსრკ–ში დემოკრატიული გარდაქმნები უნდა მომხდარიყო და აღარ შეწინააღმდეგებოდა აშშ–ს მსოფლიო ლიდერობაში. 2. აშშ ყოველთვის ეწინააღმდგებოდა ეროვნული იდეებით აღტკინებული ხელისუფლებების არსებობას, მითუმეტეს თუ ეს ხელისუფლებები თავიანთ იდეებს მეზობელ ქვეყნებში ავრცელებდნენ და ამით "მსოფლიო წესრიგს" არღვევდნენ. ასეთ ვითარებაში აშშ–ს პოლიტ ელიტა უცხო ქვეყნების ლიდერების ლიკვიდაციასაც კი არ ერიდებოდა, რის გამოც ლათინური ამერიკის ბევრ ქვეყანაში აშშ დღემდე სძულთ), რუსეთი (იგი ვერ ეგუებოდა სსრკ–ს დაშლას და ქმნიდა მის ერთგვარ "დემოკრატიულ" ანალოგს დსთ–ს, რომელშიც სსრკ–ს ყოფილი რესპუბლიკები უნდა შესულიყვნენ. გამსახურდიამ რომელსაც გეზი დასავლეთთან კავშირზე და სრულ დამოუკიდებლობაზე ჰქონდა უარი თქვა დსთ–ში შესვლაზე. ამას დაემატა რუსეთის შემადგენლობაში შემავალი ჩეჩნეთის დამოუკიდებლობის საქართველოს მიერ აღიარება და რუსეთის ხელისუფლებამ თავის მთავარ მიზნად გამსახურდიას ხელისუფლების სასწრაფოდ დამხობა დაისახა) და საქართველოს პრივილეგიებდაკარგული პრო–კომუნისტური ელიტა(1990 წლისთვის საქართველოს 300000 მოქალაქე თანამშრომლობდა საბჭოთა უშიშროებასთან. დაწვრილებით თუ ვინ წარმოადგენდა წითელ ინტელიგენციას, ამაზე სხვა წერილებში ვისაუბროთ), რომლის მოკაშირედ იქცა ერთ დროს ეროვნულ მოძრაობაში მყოფი და შემდეგ ზვიად გასახურდიას ოპოზიციაში გადასული ახალი ქართული ურეიტინგო პოლიტიკური პარტიები(მაგ: ედპ, რესპუბლიკელები, სახალხო პარტია, ტრადიციონალისტები, რუსთაველის საზოგადოება, თ. ჯორჯოლიანი კონსერვატორული პარტია, ეროვნული დამოუკიდებლობის პარტია და სხვა).
        1991–1992 წლის ზამთარში წრე შეიკრა და სამხედრო–კრიმინალური პუტჩის შედეგად საქართველოს ეროვნული ხელისუფლება დაემხო, რომელიც ჩეჩნეთში გაიხიზნა. 2 თვეში საქართველოს მეთაური შევარდნაძე გახდა.
            ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ჯარების სარდლის მოვალეობის შემსრულებელი სუფიან ბეპაევი წერს : "1991 წლის 24 და 28 დეკემბერს, საქართველოს როცა შეიარაშებული ოპოზიცია კრიტიკულ მდგომარეობაში აღმოჩნდა, სამხედრო ოლქი ცოცხალი ძალითა და ტექნიკით დაეხმარა სახედრო გადატრიალების ორგანიზატორებს"("მოსკოვსკიე ნოვოსტი" 15.12.1992). მთავრობის სასახლის შტურმში მონაწილეობას იღებდნენ პეჩორისა და როსტოვის სპეცნაწილები. რუსეთის მასინდელმა ვეცე-პრემიერმა გენადი ბურბულისმა განაცხადა, რომ ამ სამხედრო გადატრიალების კოორდინატორი თვითონ იყო. რუსეთის დუმის დეპუტატ კოვალიოვის განცხადებით კი რესეთს ეს გადატრიალება 65 მლნ დოლარი დაუჯდა...

*  *  *
      1992 წ. იანვარში ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების დამხობის შემდეგ საქართველოს მთავრობის მეთაურად დანიშნული იქნა გამსახურდიას გადაყენებული თენგიზ სიგუა, რომელთანაც შეიქმნა პოლიტიკური საბჭო, რომელშიც შედიოდნენ შემდეგი ხუნტისტები და მათი მოკავშირეები : ვაჟა ადამია, ლევან ალექსიძე, მერაბ ალექსიძე, ირაკლი ბათიაშვილი, აკაკი ბაქრაძე, დავით ბერძენიშვილი, კონსტანტინე(კოტე) გაბაშვილი, თამაზ გამყრელიძე, გურამ გეგეშიძე, არჩილ გოგელია, რომან გოცირიძე, გურამ თევზაძე, ჯაბა იოსელიანი, ალექსანდრე კავსაძე, თამაზ კვაჭანტირაძე, თენგიზ კიტოვანი, დავით კუპრეიშვილი, ნოდარ ლომოური, გიორგი მაისურაძე, ნოდარ ნათაძე, მიხეილ ნანეიშვილი, თედო ნინიძე, თედო პაატაშვილი, ზურაბ ჟვანია, თეიმურაზ ჟორჟოლიანი, თეიმურაზ ფიფია, აკაკი ასათიანი, რევაზ შავიშვილი, თეიმურაზ შავიშვილი, გიორგი შენგელაია, ელდარ შენგელაია, ირაკლი შენგელაია, თამარ ჩხეიძე, ირაკლი წერეთელი, გიორგი ჭანტურია, გიორგი (გოგა) ხაინდრავა, ივლიანე ხაინდრავა, თამაზ ჯანელიძე. 
     პუტჩში აქტიურად (ზოგი იდეოლოგიურად, ზოგიც ფიზიკურად) მონაწილეობდნენ აგრეთვე "წითელი ინტელიგენციის" მრავალი წარმომადგენლები: მარიკა და გიგა ლორთქიფანიძეები, რევაზ მიშველაძე, რეზო ამაშუკელი, რეზო ჩხეიძე, ნუკრი ქანთარია, ნიკო ჭავჭავაძე, მერაბ მამარდაშვილი, ჯანსუღ ჩარკვიანი, გოგი ქავთარაძე, ლუიზა შაკიაშვილი, მზექალა შანიძე, ოთარ მეღვინეთუხუცესი, ქეთი დოლიძე, ლანა ღოღობერიძე და სხვები. ახალგაზრდებიდან გამორჩეულები იყვნენ: გიორგი ბარამიძე, გიგა ბოკერია, გივი თარგამაძე, გოკა გაბაშვილი, ფიქრია ჩიხრაძე, მამუკა კაციტაძე, ნესტან კირთაძე და სხვები.
        ეროვნული ხელისუფლების წინააღმდეგ საზღვარგარეთის პრესაში ბინძურ ცილისმწამებლურ კამპანიას აწარმოებდნენ იმდროინდელი ქართველი ემიგრანტები(ისინი ზვიადს ჰიტლერს ადარებდნენ...): სალომე ზურაბიშვილი, ჯანრი კაშია, ზაქარია(ჯონი) ლაშქარაშვილი, რამაზ კლიმიაშვილი, თენგის გუდავა.
    როგორც ხედავთ აქ არიან როგორც ყოფილი ისე მოქმედი პოლიტიკოსები (მათ შორის ეროვნულ მოძრაობას მიტმასნილი და შემდეგ ზვიადის ოპოზიციაში გადასული), ასევე ცნობილი მეცნიერები და რეჟისორები. მათი დიდი ნაწილი დღემდე ცდილობს მონანიებას ამ საუკუნის დანაშაულში მონაწილეობის გამო, თუმცა ისტორიას ვეღარ დააბრუნებენ. ეროვნული ხელისუფლების დამხობას თან მოჰყვა ქვეყნის ტერიტორიული დანაკარგები და მრავალწლიანი სამოქალაქო ომი, რომელსაც თაობები შეეწირნენ. ამ ყველაფრის გამოსწორება კი უკვე შეუძლებელია. პოლიტიკურ საბჭოს და საერთოდ გადატრიალებას ხელმძღვანელობდა მოსკოვში მცხოვრები ედუარდ შევარდნაძე, რომელიც ხელისუფლების დამხობიდან 2 თვეში საქართველოში დაბრუნდა და ქვეყნის მეთაურადაც იქცა. დღეისათვის სახელმწიფო გადატრიალებასა და ყველა ამ უბედურებაში მონაწილე პირები(ვინც დარჩა ცოცხალი) თავისუფლად განაგრძობენ ცხოვრაბას, ზოგი კი ძალიან კომფორტულადაც. 11 წლიანი დიქტატორობის შემდეგ კი შევარდნაძე დღემდე ბედნიერად ცხოვრობს კრწანისის სამთავრობო რეზიდენციაში და ცხოვრებით ტკბება. რაც შეეხება "წითელი ინტელიგენციის" წარმომადგენლებს, ჯერ ისინი კომუნსტების პატივით ტკბებოდნე, შემდეგ შევარდნაძის, შემდეგ სააკაშვილის, როცა მან მოისროლა ჯერ პატარკაციშვილთან მივიდნენ, შემდეგ კი "ოცნება" დაწყეს.
             სააკაშვილის ხელისუფლება უნდა შეიცვალოს და რაც შეიძლება სწრაფად. ამის შემდეგ კი უნდა შეიქმნეს სპეციალური საგამოძიებო კომისია, საზოგადოებისადმი ნდობით აღჭურვილი მოსამართლეების, პროკურორებისა და საზოგადოების სხვადასხვა ფენების წარმომადგენელთა მონაწილეობით, რომელმაც უნდა გამოიძიოს საქართველოში 1991 წლის ზამთრიდან მომხდარი ყველა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფაქტი და ამ საქმეებში მოქმედი პირები გაასამართლოს. ობიექტურმა სასამართლომ უნდა დაადგინოს ხუნტის, შევარდნაძისა და სააკაშვილის მთავრობის ყველა წევრთა ბრალეულობის საკითხი და უკლებლივ ყველა კანონის შესაბამისად დასაჯოს. სამართალი უნდა აღსრულდეს. სხვაგვარად საქართველოს მომავალი არ ექნება. მომავალმა თაობებმა, რომელთაც ახალი ქართული სახელმწიფო უნდა ააშენონ, უნდა იცოდნენ, რომ დაუსჯელი არავინ დარჩება და ადრე თუ გვიან ყველას თავისი მიეზღვება. ეს ჩვენი ვალია... ამის მიღწევა შესაძლებელია...

მიმაგრება: სურათი 1 · სურათი 2
ნანახია: 1258 | დაამატა: Ucha | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: