მთავარი » 2012 » აპრილი » 15 » დიდი ადამიანების ცხოვრებიდან. 9 რჩევა წარმატების მისაღწევად (დიდი ადამიანებისგან).
7:53 PM
დიდი ადამიანების ცხოვრებიდან. 9 რჩევა წარმატების მისაღწევად (დიდი ადამიანებისგან).
    
1. ოცნება არასოდეს შეწყვიტოთ.

2. აკეთეთ ის, რისი კეთებაც გიყვართ. 

3. თავს, როგორც ძლიერ ადამიანს, ისე შეხედეთ. 

4. ახალი ცოდნა და ჩვევები აითვისეთ. 

5. უფრო წარმატებული რომ გახდეთ, თქვენს ახლანდელ საქმიანობაში ცოდნა გაიღრმავეთ. 

6. სამსახურში საკუთარი ღირსება საქმიანობით წარმოაჩინეთ. 

7. პროფესიულ დარგში ცვლილებების კურსში იყავით. 

8. გადაწყვიტეთ, სად გსურთ იყოთ 5 წლის შემდეგ და მიზნის მისაღწევად ზომების მიღება ახლავე დაიწყეთ. 

9. მიზნისკენ პირველი ნაბიჯი გადადგით.

                        ერთხელ სტალინი და მოლოტოვი ჩექმებში, ჰალსტუხებსა და შლაპებში გამოწყობილი მისეირნობდნენ მოსკოვის ქუჩებში დაცვის გარეშე. მათხოვარი მივიდა და ფული თხოვა. სტალინმა 10 მანეთიანი აჩუქა. მათხოვარი ერთხანს განცვიფრებული დაჰყურებდა ფულს, მერე კი ბოღმიანად ჩაილაპარაკა –:"ვოტ ბურჟუი! კაკ ბაგატიე ჟივუტ!" სტალინმა მხრები აიჩეჩა და მოლოტოვს უთხრა: "ვოტ პაიმი ტეპერ ნაშ ნაროდა, დაშ ემუ მალო – პლოხო, დაშ ემუ მნოგო, ვსიო რავნო პლოხო"

         1942 წელს შეხვედრაზე ჩერჩილმა მწუხარებით უთხრა სტალინს – წელსაც ვერ ვხსნით ევროპაში მეორე ფრონტსო და თან გაამხნევა – "გამაგრდით, ღმერთი ჩვენს მხარეს არის". სტალინმა ულვაშებში ჩაიცინა– "რა თქმა უნდა ღმერთი თქვენს მხარესაა, ეშმაკი კი ჩემს მხარესაა, და იმედია, მტერს ერთად დავამარცხებთო!".

       "მიჩვენეთ ყველაზე პატიოსანი ადამიანის ხელით დაწერილი ექვსიოდე სტრიქონი და მე მასში ვიპოვი რაიმე ისეთს, რისი გულისთვისაც მისი ჩამოხრჩობა იქნება შესაძლებელი" ამბობდა საფრანგეთის მართველი კარდინალი რიშელიე.

           პრუსიის(გერმანიის) მეფე ფრიდრიხ დიდმა ვოლტერი სასეირნოდ მიიწვია. ვოლტერმა მალე შეამჩნია, რომ ნავს ფსკერზე ნახვრეტი ჰქონდა, საიდანაც წყალი შიგ აღწევდა. ვოლტერი წამოხტა და ნაპირზე დაბრუნება ითხოვა. – "თურმე რაოდენ ძლიერ გეშინიათ სიკვდილის"! – შესძახა გაოცებით მეფემ და დაამატა: – "აი მე არ მეშინია". ვოლტერმა მშვიდად უპასუხა: –მე მგონი ამაში გასაკვირი არაფერია, რადგან ქვეყნიერებაზე უამრავი მეფეა, ვოლტერი კი ერთადერთი გახლავართ".

          1943 წ. გერმანელების მიერ ოკუპირებულ სერბეთის ქ. პოზარევაცში ესესის ოფიცერი(მათ დანახვაზე მთელი ევროპა ძრწოდა) პატარა ბიჭს კანფეტით გაუმასპინძლდა. ბავშვა კანფეტი გამოართვა, გაბოროტებით შეხედა გერმანელს და სახეში ესროლა. დედა მივარდა ბავშვთან და სილა გააწნა. ესესელმა დაკვირვებით შეხედა ბავშვს, რომელიც დედის მწარე სილამ ვერ აატირა და იკითხა, რამდენი წლის არისო. დედამ უთხრა მხოლოდ ორისო. ოფიცერმა პირქუშად გაიღიმა და ქალს უთხრა: თქვენი შვილი დიდი ნაძირალა გაიზრდებაო. ეს ბავშვი იუგოსლავიის უკანასკნელი დიქტატორი სლობოდან მილოშევიჩი იყო. იგი 2001 წელს კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულებების ბრალდებით დააპატიმრეს. მან ადვოკატზე უარი თქვა და თავს როგორც იურისტი თვითონ იცავდა და როცა მიხვდა რომ "უკანასკნელი პარტიაც წააგო" საკანში თავი მოიკლა.

           ჰიტლერი 1945 წლის 29 აპრილს ბუნკერში დაქორწინდა ევა ბრაუნზე. მოწმეები გებელსი და ბორმანი იყვნენ. მეორე დღეს ანდერძი შეადგინა, რომელშიც მემკვიდრედ გებელსი დატოვა და მას დაუბარა სიკვდილის შემდეგ მისი ცხედარი დაეწვათ, რათა იგი რუსებს არ ჩავარდნოდა ხელთ. ანდერძი 15 საათსა და 30 წუთზე ჩააბარა და კაბინეტში მეუღლესთან ერთად განმარტოვდა. მალე 2 გასროლის  ხმა გაისმა. ჰიტლერმა ჯერ ევა მოკლა, შემდეგ თავი მოიკლა. მისი ანდერძი ჯარისკაცებმა აღასრულეს. 

                1943 წ 10 ნოემბერს თეირანის სამიტზე სტალინმა თქვა ომის შემდეგ 50000  ნაცისტ ოფიცერს თავი მოვუყაროთ და სახალხოდ დავხვრიტოთო. აღშფოთებულმა ჩერჩილმა სასტიკი პროტესტი გამოთქვა. რუზველტმა იხუმრა ჯანდაბას 49000 იყოსო. ჩერჩილი გაბრაზდა,  ცალკე ოთახში გავიდა და აღარ დაბრუნებულა, სანამ სტალინმა არ მიაკითხა და უთხრა ვიხუმრეო.

            მილიარდერი როტშილდების მამამთავარი და პირველი კოლექციონერი მაიერ ამშელი ძველ ნივთებს აგროვებდა, ასუფთავებდა, აწესრიგებდა, კოლექციას ადგენდა და სარფიანად ჰყიდდა. თავისი სახლის წინ გამართულ ფარდულში იგი ძველისძველ მონეტებს, მედლებსა და ემბლემებსაც ჰყიდდა. ფარდულს წითელი აბრა (ფარი)ჰქონდა. ამიტომ ქალაქში მას როტშილდი(წითელი ფარი) შეარქვეს.

            სტალინგრადის ბრძოლის წაგების შემდეგ რიბენტროპი(გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი) თავის მემუარებში წერდა– " რუსი ხალხი თავის გამარჯვებას უნდა უმადლოდეს მხოლოდ სტალინის რკინისებურ სიმტკიცეს, ურყევ ნებისყოფასა და სომამაცეს. თუკი ოდესმე იგი ხელში ჩამივარდება, ყველანაირ პატივს მივაგებ და მშვენიერ ციხე–დარბაზს ვუბოძებ, მაგრამ არასოდეს გავანთავისუფლებ.

           კ. ფაროსთან ბრძოლის დროს ეგვიპტელებმა იულიუს კეისრის ხომალდი ალყაში მოაქციეს და ისრები დაუშინეს. კეისარი წყალში გადახტა. ამ დროს მას ხელში წიგნები ეჭირა. მიუხედავად იმისა რომ ისრებისგან თავის დასაღწევად წყალში ჩაყვინთვა უწევდა, წიგნებისათვის ხელი არ გაუშვია, ცალი ხელით მაღლა ეჭირა და მეორე ხელით მიცურავდა. 
           კეისარი დიდ სარდლობასთან ერთად დიდი ისტორიკოსიც იყო და მისი ომების ისტორიის უმთავრეს წყაროებად სწორედ კეისრის წიგნები ითვლება.

             ნიურნბერგის სასამართლომ ჰერმან გერინგს ჩამოხრჩობა მიუსაჯა. განაჩენამდე მან თავის მოკვლა მოასწრო. სიკვდილის წინ მან წერილი დაწერა, რომელშიც ეწერა–"ისტორიას არ ახსოვს, ფერდმარშალი ჩამოეხრჩოთ". სხვათაშორის აშშ–ს მოთხოვნით ერაყულმა სასამართლომ სადამ ჰუსეინიც ჩამოახრჩო. ისიც ითხოვდა რომ დაეხვრიტათ, რადგან სამხედროს ჩამოხრჩობა არ შეიძლებაო.

              ნაციზმის მთავარ იდეოლოგს იოზეფ გებელსს ძალიან უყვარდა კულტურის გამორჩეულ მუშაკთათვის წვეულებების მოწყობა, მაგრამ იმდენად ძუნწი იყო, რომ სტუმრებს თითქმის არაფერს აჭმევდა. ამიტომ მოწვეული პირები წინასწარ, შინ ან რესტორანში ნაყრდებოდნენ. ომის წლებში როცა გერმანიაში სურსათზე საბარათო სისტემა შემოიღეს, გებელსი მოითხოვდა, რომ სტუმრებს თავიანთი კვების კუპონები მოეტანათ თან და მისი ლაქიებისათვის ჩაებარებინათ.

             როდესაც ოლივერ კრომველის(ინგლისის რესპუბლიკის მართველი და დიქტატორი) ჯარი მეფის არმიასთან შესაბრძოლებლად მდინარის გადასალახავად ემზადებოდა ჯარისკაცებს მიმართა: "ღვთის შემწეობის იმედს ნუ დაკარგავთ, მაგრამ მდინარის გადალახვისას ეცადეთ, დენთი მშრალად შეინახოთ.  

ნანახია: 1410 | დაამატა: Ucha | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: