ბრძნული აზრები სიყვარულის შესახებ. - 5 მაისში 2012 - გარდაქმნა
მთავარი » 2012 » მაისი » 5 » ბრძნული აზრები სიყვარულის შესახებ.
4:54 PM
ბრძნული აზრები სიყვარულის შესახებ.

  სიყვარულს სიბძრნეს ს r ს.

  როდესაც საქმე სიყვარულს ეხება, ქალები სიამაყეს ივიწყებენ, არადა მანამდე მხოლოდ მასზე საუბრობენ.

   უნდა გჯეროდეს იმის ვინც გიყვარს, რადგან არ არსებობს სიყვარულის დამტკიცების უმაღლესი და ერთადერთი ფორმა.

   სიყვარული თეორემაა, რომელსაც ყოველდღე დამტკიცება სჭირდება.

   ქალის ნამდვილი მშვენება, მისი სამოსი კიარა, მოკრძალებაა.

  ნამდვილი სიყვარულის პირველი ნიშანი ჭაბუკისთვის მორიდებაა, ხოლო გოგონასათვის – გაბედულება.

  სჯობს გიყვარდეს და დაკარგო სიყვარული, ვიდრე არასდროს გიყვარდეს.

  სიყვარული წყვილის ერთი-მეორის თვალებში ცქერა კი არ არის, არამედ ერთი მიზნისკენ ცქერა.

  ქალის სიყვარულის უფრო უნდა გეშინოდეს, ვიდრე მამაკაცის სიძულვილის.

  სიცოცხლისთვის ბევრს უარყვია სიყვარული, მაგრამ სიყვარულისთვის ცოტას დაუთმია სიცოცხლე.

  ქალი ხშირად გულგრილია იმის მიმართ, ვისაც უყვარს ის და უყვარს ის, ვინც მის მიმართ გულგრილია.

  ვისაც შეყვარებული ქალი არ უნახავს, მან არ იცის, რა არის ქალი.

  ყველაფერს მხოლოდ გული ხედავს, ბევრ რამეს თვალებით ვერ დაინახავ.

  სიყვარულს ბალახები არ კურნავს. სასიყვარულო ჭრილობებს მხოლოდ ის შეგიმსუბუქებთ, ვინც ისინი მოგაყენათ.

  სიყვარული გაურბის მას, ვინც მას მისდევს და კისერზე ეკიდება მას, ვინც გაურბის.

  სიყვარულისთვის წინააღმდეგობის გაწევა მისთვის დამატებითი იარაღის მიცემაა.

  რა არის სყვარული? ეს კბილის ტკივილია გულში.

  ეჭვიანობა არყევს და წამლავს ყველაფერს, რაც კარგი და ლამაზია სიყვარულში.

  და ბოლოს. თუ სიყვარულის მოპოვება ან შენარცუნება ვერ მოახერხეთ, გული არ გაიტეხოთ და გაიხსენეთ ერთი ძველი იტალიური სიბრძნე : " ნუ გამოეკიდები ქალსა და ტრამვაის, შემდეგი ყოველთვის ჩამოივლის. 

ნანახია: 1274 | დაამატა: Ucha | რეიტინგი: 2.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: