ამაოებავ. - 16 აპრილში 2012 - გარდაქმნა
მთავარი » 2012 » აპრილი » 16 » ამაოებავ.
1:16 AM
ამაოებავ.

როცა ცოცხლობ, დაჰკანკალებ ხორცთა ცდუნებას

ღმერთთან ახლოს, სული გეწვის ამაოებავ,

დაჩოქილი ცრემლი მოგდის, იწყებ სინანულს

არა ხალხნო, არ დამონდეთ  ხორცის სიხარულს.

 

ჩვენზე ადრეც  უცხოვრიათ, უთქვამთ ბრძენებსა:

ეს ცხოვრება წუთი არის, ქვეყნიერება

წამი არის, წამში ერთი ბედნიერება

დაფიქრდი და შენც ღვთის მადლი დაგებედება...

 

მოვა ჟამი სიკვდილისა, ჩვენც დაგვადგება,

ცოდონი ვართ ხალხნო ცოდო, გვეპირფერება,

არ იფიქროთ რომ დაგვინდოს, შეგვეფერება

ბოროტია ,თუმცა ესეც შეეფერება.

 

აკეთებს მას რაც გამოდის და ავალია,

ჩვენ ნუ განვსჯით, ეს ხომ მართლა მისი ვალია,

წასასვლელი წავალთ ყველა, სატირალია

გული გვწყდება, თუმცა ფიქრში გაგვიხარია.

 

სადაც წავალთ, თან წავიღებთ, უღელს ხელებით

ეს უღელი ცხოვრებაა, შენი ცრემლებით,

ერთი მხარე სავსე არის სიწმინდეებით

მეორე კი თავად კოჩავს, შეცოდებებით.

 

მის წინ მდგარი, თვალებს ძირს ხრი სასოწარკვეთით,

ეხლა ნატრობ, ცხოვრებაში გევლო მისი გზით

და სინანულიც აღარ შველის წამებს დაკარგულს,

არ ღირს შეხედო, მაგ შენ სახეს დანაოჭებულს.

 

სიბერეში ყველა კაცი დიდი ბავშვია

გულიც ჭკნება, საცოდავის ეს ხომ ცხადია,

ავად გამხდარა, ჩვენი სული და უნატრია

ყოფილიყო წმინდა, წმინდა, როგორც ხატია.

 

გათითოკაცება გვაოხერტიალებს, თუმცა ვერ ვხვდებით,

ხან უფლის ნებას, ხან ბედისწერას ვაწერთ ამაოს

მხოლოდ წინ და უკან არც კი მოვიხედებით

თუმცა კიდევ ბევრი რამე რჩება ამაოდ...


ნანახია: 420 | დაამატა: Ucha | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: